ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შემდეგი ნაბიჯი – ვიზალიბერალიზაცია

“საქართველოს წარმატება იქნება ევროპული წარმატების მნიშვნელოვანი მაგალითი რეგიონში”. – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების კომისართან, იოჰანეს ჰანსთან შეხვდრის დროს.

„შავი ზღვის ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, საქრთველო, მოლდოვა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნები, დგანან ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხების წინაშე. ეს არის ამ ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც მოდის რუსეთიდან, რომელიც ეფუძნება რუსეთის პოლიტიკას პრივილეგირებული ინტერესის სფეროები გაავრცელოს თავის სამეზობლოში და საქართველო ამ თვალსაზრისით იყო ის პირველი ქვეყანა, ვინც თავისი ევროპული არჩევანისთვის იქნა დასჯილი ჩრდილოელი მეზობლის მიერ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების და სირთულეების მიუხედავად საქართველო კვლავ ევროპისკენ მიისწრაფის.

„შემდეგი ნაბიჯი ნათლად არის გამოსახული და ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი რამე, რაც უნდა მოვიპოვოთ.  ეს გავლენას მოახდენს, თუნდაც თავისუფალი ვაჭრობის კონტექსტის გაღრმავებაზე, მეტ კულტურულ კავშირებზე, მეტ საქართველოზე ევროპაში და მეტ ევროპაზე საქართველოში. საქართველოს ევროპასთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საზოგადოებამ და საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილმა.“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპასთანაც დაიწყებს საქართველოს ისეთ საგანმანათლებლო პროექტს, როგორიც მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის შედეგად. პრეზიდენტმა მილენიუმ ჩელენჯზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს ევროპული პოლიტიკის გაღრმავებას არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით.

 

იტვირთბა....