მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
62 წლის მამაკაცის ცხედარი სამარშუტო მიკროავტობუსში ნახეს. ამის შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დუდასტურეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი მიკროავტობუსით მგზავრობდა რა დროსაც ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება115-ე მუხლით დაიწყო.