იაპონიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 39 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იაპონიაში კორონავირუსის 220 948 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 265 ადამიანი კი გარდაიცვალა.