“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ჩინეთის სასამართლომ 37 წლის ჟანგ ჟანის, რომელიც ქალაქ უხანიდან კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ თემებს აშუქებდა, 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მათივე ცნობით, ჟურნალისტის სასამართლო პროცესი შანხაიში გაიმართა და ის პრობლემის პროვოცირებაში დაადანაშაულეს.
ჟანგი პირველი ჟურნალისტია, რომელსაც სასამართლომ კორონავირუსის პანდემიის გაშუქების გამო პატიმრობა მიუსაჯა.
აღსანიშნავია, რომ სამი ჟურნალისტი, რომელიც უხანიდან ახალ ამბებს ავრცელებდა, თებერვლის შემდეგ გაუჩინარებულია.