ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველა წევრი არ იქნება თანახმა, საქართველო ალიანსის წევრი გახდეს”

ნატო-ს ყველა წევრი არ იქნება თანახმა, საქართველო ალიანსის წევრი 1, 2 ან 3 წელიწადში გახდეს, –  ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ნატო იცავს გაფართოების პოლიტიკას, თუმცა საქართველოს წევრობას გარკვეული დრო დასჭირდება.
“ჩვენ ყოველთვის ვიცავთ ნატო-ს გაფართოების პოლიტიკას. თუ ქვეყანა აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს და თუ ეს შედის ნატო-ს ინტერესებში, ქვეყანა ხდება ნატო-ს წევრი. ჩვენ ასევე ყოველთვის ვამბობთ, რომ არ უნდა იყოს ქვეყნები ნატო-ს გარეთ, რომლებსაც ექნებათ ვეტოს უფლება, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრი არ იქნება თანახმა, თუ შევთავაზებთ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი 1, 2 ან 3 წელიწადში. ამ საკითხზე ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს მიღწეული კონსენსუსი, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს კიდევ ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი _ ეს არის როგორც თავდაცვისუნარიანობის განვითარება, ასევე პოლიტიკური რეფორმები, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავხუროთ კარი არავისთვის, მათ შორის, არც საქართველოსთვის, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება”, – განაცხადა რინკევიჩსმა.

იტვირთბა....