“მთავარი არხი”-ს ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად შესაძლოა ჟურნალისტი ეკა ხოფერია დაინიშნოს.
თავად ეკა ხოფერია ამბობს, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს და თუ ექნება შეთავაზება, ამაზე საჯაროდ განაცხადებს.