“იმედია, ახალ წელს პრობლემების გარეშე გადავიტანთ,” – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ქვეყანაში ერსებული ეპიდვითარების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც იმნაძემ მედიასთან საუბრისას დასძინა, მოქალაქეებზეა დამოკიდებული, საახალწლოდ რამდენად დაიცავენ არსებულ წესებსა და რეკომენდაციებს.
“შეზღუდვებმა თავისი შედეგი გამოიღო, სიტუაცია დასტაბილურდა. დღეში 5 000 შემთხვევიდან ჩამოვედით 2 000-ზე ნაკლებზე. იმედია, ახალ წელს პრობლემების გარეშე გადავიტანთ. თუ წესების დაცვით რაღაც კეთდება, გვქონდა ამის მაგალითები ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა და ყველანაირი წესების დაცვით ჩატარდა, მათ შორის აბარებდნენ ინფიცირებული აბიტიურენტები, მაგრამ ყველა წესი იყო დაცული, აქედან გამომდინარე, არ მომხდარა გავრცელება. ამიტომ წესების მაქსიმალურად დაცვა არის ყველაზე კარგი გამოსავალი, რომ ვირუსი არ გავრცელდეს“, – განაცხადა იმნაძემ.