ბოდბელ მიტროპოლიტს, მეუფე იაკობს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტი არავისთან ჰქონია, მათ შორის არც პატრიარქტან. ამის შესახებ სტიქაროსანმა კახა მიქიაშვილმა “კურიერს” განუცხადა.
სტიქაროსნის თქმით, როცა მეუფე ანალიზების გასაკეთებლად მივიდა, მაშინ გამოვლინდა, რომ ის კოვიდიტაა ინფიცირებული.
“ვირუსი ბოდბეში დედებს დაუდასტურდათ და მეუფე კელიიდან არ გამოდიოდა, რამდენიმე დღე იყო თავის კელიაში, არავისთან ჰქონია შეხვედრა, მათ შორის არც პატრიარქთან. გუშინ ანალიზების გასაკეთებლად მივიდა და გაირკვა, რომ მას ჰქონდა კოვიდი, ფაქტობრივად გადატანილი აქვს, მაგრამ ურჩიეს ექიმებმა, რამდენიმე დღე რეაბილიტაციისთვის დატოვეს. პიკი უკვე გადატანილი აქვს, თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე დღეში საავადმყოფოს დატოვებს,”- განაცხადა სტიქაროსანმა კახა მიქიაშვილმა.
ბოდბელ მიტროპოლიტს, მეუფე იაკობს კორონავირუსი 26 დეკემერს დაუდასტურდა. მეუბე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.