ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ვაფასებ კორონავირუსის ვაქცინის თანაბარი განაწილების მიზნით გაწეულ შრომას” – “ჯანმოს” დირექტორი გიორგი გახარიას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოეხმაურა.

ორგანიზაციის დირექტორი  საქართველოს პრემიერ-მინისტრს covid-19-თან ბრძოლაში გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობას ვუხდი ძალიან კარგი სატელეფონო საუბრისთვის. გულწრფელად ვაფასებ თქვენს ერთგულებას საყოველთაო ჯანდაცვის იდეისადმი და ახალი კორონავირუსის ვაქცინის თანაბარი განაწილების მიზნით გაწეულ შრომას. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ამ პანდემიის დასასრულებლად,” – წერს გებრეისუსი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინინისტრს გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსის შორის სატელეფონო საუბარი 26 დეკემბერს შედგა.

იტვირთბა....