ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ისლამურ სახელმწიფოს” მებრძოლებმა ავსტრიელი თინეიჯერი მოკლეს

„ისლამურ სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სირიაში ავსტიელი გოგონა მოაკლეს. ინფორმაციას Fox News ავრცელებს. 18 წლის ავსტრიელი სამრა კესინოვიჩი ISIS ტერორისტებმა ცემით მაშინ მოკლეს, როცა გოგონა გაქცევას ცდილობდა.

კესინოვიჩმა ვენა სხვა გოგონასთან ერთად დატოვა და თავისი ნებით ISIS-ს შეუერთდა. მან წასვლისას მშობლებს ასეთი წერილი დაუტოვა „არ მეძებოთ. მე ალაჰს ვემსახურები და მისთვის მოვკვდები კიდეც.“ თუმცა, მოგვიანებით გოგონები ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სახლში დაბრუნება სურდათ.

სელიმოვიჩი (მეორე გოგონა) ტერორისტებმა 2014 წლის ბოლოს მოკლეს.

ამ დროისთვის დაღუპული გოგონების ოჯახები ვენაში ცხოვრობენ. მათ  ბოსნია-ჰერცეგოვინა გასული საუკუნის 90-ში დატოვეს და ავსტრიაში დასახლდნენ.

 

იტვირთბა....