ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ფოტო) “აი, შევიძინე 14 თეთრად უკვე ე.წ. “ფხაკაძის” პირბადე და… – რა ინფორმაციას აქვეყნებს სოციალური ქსელის მომხმარებელი

“და აი, შევიძინე 14 თეთრად სამედიცინო , უკვე ეგრეთ წოდებული “ფხაკაძის” პირბადე…  – და ჩნდება კითხვა! დაავადების კონტროლის ცენტრი! თქვენ რატომ გძინავთ? გაიღვიძეთ!” – აღნიშნულ მიმართვას სოციალური ქსელის მომხმარებელი, ეკა ბერაძე “ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

“მეტრონომი” სოციალური ქსელის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“და აი, შევიძინე 14 თეთრად სამედიცინო, უკვე ეგრეთ წოდებული “ფხაკაძის” პირბადე…
(სტანდარტი: EN14683)

ადგილი: “ციტმედი”- (სამედიცინო ინვენტარი და დამცავი აღჭურვილობები) ციტმედ
თუმცა , ახლა ხარისხის კონტროლიც ისევ გიორგი ფხაკაძეს უწევს, რომ ვინმემ არ ისარგებლოს მოსახლეობის არაინფორმირებულობით.

გამაოგნებელია მართლა

და ჩნდება კითხვა!

დაავადების კონტროლის ცენტრი! თქვენ რატომ გძინავთ? გაიღვიძეთ!

თუ თავს იმძინარებთ?

ხომ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში კი ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს სტანდარტიზაციას და რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის მახასიათებლების დადგენას და რომლის ვალია გაამყაროს ნდობა მომწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის?!

ეს გიორგი ფხაკაძემ  უნდა აკეთოს და აკონტროლოს ევროპიდან?

როცა თქვენ თბილისში იძინებთ და იღვიძებთ?

შეასრულეთ მოვალეობა!

მაშინ როცა არის სპეციალური სამსახურები, და ამ ფუქნციის შესრულებაში უამრავი ადამიანი ხელფასებს იღებთ ბიუჯეტიდან, ვინმეს მოწოდება რატომ გჭირდებათ “გთხოვთ ხარისხიანი და ნამდვილი სამედიცინო პირბადე შემოიტანეთ ქვეყანაში”- ო , პირდაპირ გევედრებათ ეს ადამიანი ევროპიდან…

დიახ, თუ ასეთი აუცილებლობაა, რომ მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში აჯარიმებთ მოქალაქეებს, მაშინ იზრუნეთ იმაზეც რომ ხარისხი ჰქონდეს, აზრი ჰქონდეს მის გამოყენებას.

მის ხელმისაწვდომობაზე ამ ერთმა ადამიანმა დაიწყო ზრუნვა და მიაღწია ხალხის გვერდში დგომით.
თუმცა ეჭვი მაქვს ეს სულაც არ გაწყობდათ მავანთ არა?

ვწუხვარ, ზოგს არაკეთილსინდისიერი გზით გამდიდრებაში ხელი შეგიშალეს იმიტომაც “მესიჯბოქსში” უვარდებით თურმე უკვე და ლანძღავთ ….

ჯერ მარტო, ის რად ღირს თქვენ შესარცხვენად, რომ აქამდე პირბადის ხარისხის შესამოწმებელი ხელსაწყო ვერ შეიძინეთ, თუმცა რაში გჭირდებათ, არა? რა თავში იხლით, როცა სულაც არ გაინტერესებთ სინამდვილეში რა , როგორი, და რა ფასად გაიყიდება, ოღონდ “ფული ბაბაიაა ფულიიი”….
ვურთავ ფოტოს, თქვენივე ბრძანების , ა. გამყრელიძის ხელმოწერით, რომ გადაიმეოროთ ….” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

იხ: ფოტო:

იტვირთბა....