ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას სატელეფონო ჩანაწერები ვრცელდება, სადაც ის ბანკის თანამშრომელს ესაუბრება. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერს “ნოდარ მელაძის შაბათი” ავრცელებს.
ჩანაწერში ბანკის თანამშრომელი ბადი ესებუას საბანკო ვალდებულებაზე ესაუბრება და ეუბნება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქონება აუქციონზე გადის.
ესებუა კი პასუხობს, რომ უმუშევარია და არანაირი შემოსავალი არ აქვს, ის ბანკის თანამშრომელს ვალდებულების გადავადებასაც სთხოვს.
სხვა ჩანაწერიც არსებობს, რომელიც 22 ოქტომრით თარიღდება და ახლა უკვე ესებუას მძევალის დახმარებით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამეტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა ეკონტაქტება.
ესებუა მაღალჩინოსანს უსაფრთხოების გარანტიას სთხოვს და ეუბნება, თუ სამართალდამცავები შტურმს დაიწყებენ, იძულებული გახდება ხელყუმბარა მოქმედებაში მოიყვანოს.
“ვალაგებ ამ თემას, რომ ეს თანხა მოვიტანო. ისეთ თანხას ითხოვ, 2 წუთში ვერ მექნება. შენ ეს მითხარი, როგორ გირჩევნია, მოგიტანო ეს თანხა, დაგიდო.გარანტია მომეცი, რომ ამ ხალხს არავის თმის ღერი არ ჩამოუვარდება”- ამბობს მაღალჩინოსანი.
პასუხად ესებუა ეუბნება, რომ როგორ განვითარდება მოვლენები, მასზეა დამოკიდებული.
“მე გარანტიას გაძლევ, ამ ხალხისთვის რომ მდომებოდა რამე დამეშავებინა, აქამდე დავუშავებდი. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. აქ რაც მოხდება, ყველაფერი თქვენს კისერზე იქნება. ნუ გამაბოროტეთ აქ, ყველაფერი კარგად იქნება, თუ მოთხოვნებს შეასრულებთ”- პასუხბს ბადრი ესებუა.
მაღალჩინოსანი როცა ეუბნება, რომ მძევლებს ის ჩაენაცვლებოდა, ესებუა პასუხობს: “ტრაკი დააყენე და ნუ მასწავლი აქ რაღაცეებს. შემ როგორც გინდა ისე არ იქნება. ულტიმატუმებს ქეთ ნუ მიყენებთ.”