„ახალი შტამი ისე სწრაფად ედება ყველაფერს, საქართველოში დღეს თუ არა, ხვალ გავრცელდება,” – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტემა, სერო ჩიხლაძემ “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.
ჩიხლაძის განმარტებით, საქართველოში გამოცხადებული „ლოკდაუნი“ არაეფექტურია და ინფექციას ვერ აჩერებს.
„ახალი შტამი ისე სწრაფად ედება ყველაფერს, საქართველოში დღეს თუ არა, ხვალ გავრცელდება. ამისთვის მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის მზადყონა. სამწუხაროდ, „ლოქდაუნი“ ისევ არაეფექტურადაა გამოყენებული. ახალი შტამის გავრცელების პირობებში – თუნდაც მძიმედ არ მიმდინარეობდეს – მეტი დაინფიცირება ნიშნავს მეტ ლეტალურ და კრიტიკულ შემთხვევას“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.