ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამ დროისთვის მეუფე იაკობი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, სადაც შესაბამის მკურნალობას გადის.
კლინიკის ადმინისტრაციის განცხადებით, ბოდბელ მთავარეპისკოპოსს შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდა.