ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეკოვმა კორონავირუსის ახალი შტამების გაჩენასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ თუ ვირუსის საწინააღმდეგოდ მაღალეფექტური მედიკამენტი არ შეიქმნა, პანდემიის მსოფლიოში დამარცხება გართულდება.
კულუმბეგოვის განმარტებით, ვირუსთან ერთად ვირუსის მუტაცია არსებობს და ეს ბიოლოგიური, ევოლუციის დაუწერელი კანონი არის.
“ყველა ის შტამი, რომელიც ახლა გაჩნდა და დიდი აჟიოტაჟია მსოფლიოში სუსტი იმუნიტეტის ადამიანებში გაჩნდა, სადაც ვერც ადამიანი მოერია ვირუსს და ვერც ვირუსი – ადამიანს. სწორედ იქ გაჩნდა მუტაცია.
ვირუსთან ერთად აუცილებლად ვირუსის მუტაცია არსებობს. ეს არის ბიოლოგიური, ევოლუციის დაუწერელი კანონი, რაც უფრო დიდ ხანს ცირკულირებს ვირუსი და ადამიანიდან ადამიანზე გადახტება, ნიშნავს, რომ მას რისკი ექმნება, რომ მუტაცია განიცადოს და ახალი შტამით მოგვევლინოს”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.