ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ორივე ჩემს დაბადების დღეზე იყო, სუფრაზე არანაირი შელაპარაკება არ მომხდარა” – თელავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

თე­ლავ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. და­ვით ლა­ჩაშ­ვი­ლი, რომ­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზეც თე­ლა­ვის სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექტრი ზუ­რაბ სა­ჩი­აშ­ვი­ლი და პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვ.ზ. იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ამ­ბობს, რომ შე­ლა­პა­რა­კე­ბა სუფ­რა­ზე არ და­წყე­ბუ­ლა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლი ერ­თმა­ნეთს არ იც­ნობ­დნენ და მათ შო­რის წარ­სულ­ში რა­ი­მე კონ­ფლიქ­ტი გა­მო­რი­ცხუ­ლია.

“ორი­ვე ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო. სულ ხუთი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით სუფ­რა­ზე. იქ არა­ნა­ი­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა არ მომ­ხდა­რა, არც გა­ცი­ლე­ბის მო­მენ­ტში. ოთხი­ვე ვა­ნოს მან­ქა­ნით წა­ვიდ­ნენ სახ­ლში. გზა­ში რა მოხ­და არ ვიცი” – ამბობს და­ვით ლა­ჩაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, თე­ლავ­ში მკვლე­ლო­ბა წუ­ხელ მოხ­და. თე­ლა­ვის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, ვ.ზ.- მ თე­ლა­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორს, ზუ­რაბ სა­ჩი­აშ­ვილს, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

“ამბები.გი”-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, იყო ორ­მხრი­ვი სრო­ლა, რა დრო­საც ხე­ლის არე­ში და­იჭ­რა თე­ლა­ვის მე­რი­ის იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ლე­ვან ბერ­ძე­ნაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ად­გილ­ზე გა­უ­წია. საქ­მეს პრო­კუ­რა­ტუ­რა იძი­ებს.

წყარო: AMBEBI.GE

იტვირთბა....