საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავურუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა. – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა, სულ ქვეყანაში კორონავირუსით 2 352 პაციენტი გარდაიცვალა.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 352 პირი ემსხვერპლა“, – განაცხადა სიჭინავამ.
შეგახსენებთ, დღეს, საქართელოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა