“მე მგონი, მე-5 რაუნდი იმდენი ხანი გაიწელა, რომ ჯობს, პირდაპირ მე-6 რაუნდზე გადავიდეთ. თან ქართულ პოლიტიკაში 5-იანი დათარსული ციფრია. რაც შეეხება ვადებს, ახლა დაიწყო უკვე საშობაო არდადეგები, მათ შორის, ჩვენი მეგობარი უცხოელებისთვის, ამიტომ, წლის ბოლომდე აღარაა მოსალოდნელი მეხუთე რაუნდის გამართვა.”
ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეგახსენებთ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ოთხრაუნდიანი მოლაპარაკებები გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგად მხარეები საერთო შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ. გასულ კვირას მე-5 რაუნდი ჩაინიშნა, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო გადაიდო.