ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ფრთხილად, სიცრუის ბუშტები არ გაგისკდეთ!” – სამხედრო ექსპერტი “მთავარ არხს” მიმართავს

„ფრთხილად, სიცრუის ბუშტები არ გაგისკდეთ! მთლად დაკარგეს კვალიფილაცია,” – აღნიშნული განცხადება სამხედრო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ “მთავარი არხის” მიმართ გააკეთა.

“მეტრონომი” ექსპერტის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

„ფრთხილად, სიცრუის ბუშტები არ გაგისკდეთ!

მთლად დაკარგეს კვალიფილაცია.

რა ირანული ქვა, რაებს მიედ-მოედებით?!

ჯერ ერთი, იმდენი ხომ იცით, რომ მერია ტენდერს აცხადებს და ქვას თუ ღორღს სად იყიდის გამარჯვებული კომპანია და რამდენად შემოიტანს, მერიას აღარ ეხება?!

მეორე, ეს კომპანია ნავთობპროდუქტების მწარმოებელია. კირქვას თუ ყიდდა, სიახლეა და იქნებ აცნობოთ სახელმწიფო დეპარტენტს?

მესამე, ირანიდან რომელი ტვინგაყინული შემოიტანს კირქვას, კირქვას მიაქვს კახეთი და მესხეთი?! რა დაჯდება ირანიდან ქვის ჩამოტანა?

ბოლოს აღმოჩნდება, რომ მშენებელმა კომპანიამ კირქვის ჩამოსატანად ტომრები შეიძინა. სასაცილო იქნება…

კირქვა აქედან რომ გააქვთ, იცით? რამდენი მოტყუვდა გუშინ?! მაგრად მაინტერესებს მერიის კი არა, კომპანიის პასუხი. თუმცა, მერიამაც უნდა გააკეთოს განცხადება.

არა, სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია უფრო მაინტერესებს. აი, თურმე, პომპეო რატომ იყო ჩამოსული და გახარია თითით რა მიმართულებას უჩვენებდა.

ერთი რამ მაინტერესებს, გუშინ ღამით როგორ მოხვდნენ საშვის გარეშე კახეთის გზატკეცილზე?

ჰო, რაც შეეხება კირქვას მაგ გაზონებზე, მწვანე ბალახი და ბუჩქები მერჩია. ძალიან ლამაზად მოეწყო გზატკეცილი და მწვანე გაზონი დაამშვენებდა. თუმცა, გემოვნებაზე არ დავობენ“, – წერს ამირან სალუქვაძე.

სამხედრო ექსპერტი აღნიშნულ პოსტთან ერთან ფოტოსურათსაც აქვეყნებს.

იტვირთბა....