ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლების სურვილია, “სამართლიანი არჩევნების” პრობლემა გააბუქოს და ისე გამოაჩინოს, თითქოს ეს არის დიდი სცენარის ნაწილი ან გადამწყვეტი მოლაპარაკებებისთვის” – ბაქრაძე

ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენები გავლენას ვერ მოახდენს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებზე – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ხელისუფლების სურვილია, რომ მაქსიმალურად გააბუქოს „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებული პრობლემა.

„რა თქმა უნდა, არ მოახდენს გავლენას მოლაპარაკებებზე, რადგან პარალელური დათვლის გარდა, ჩვენმა საზოგადოებამ იხილა პირდაპირ გადაკეთებული და გადასწორებული ოქმები. ათასობით ასეთი ოქმი იყო პირდაპირ ინტერნეტში ატვირთული. პარალელური დათვლა ვერ აფიქსირებს კარუსელებს, ვერ აფიქსირებს მოსყიდვებს და ზეწოლებს. ანუ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს, რაზეც ვსაუბრობდით. ამიტომ, „ისფედის“ პარალელური დათვლა იყო ერთ-ერთი მცირე არგუმენტი ძალიან ბევრ არგუმენტში და ფაქტში, რომელიც არჩევნების გაყალბებას ადასტურებს. ამიტომ ახლა ხელისუფლება ცდილობს, სწორედ ისე გამოაჩინოს, თითქოს ყველაფერი „ისფედზე“ იდგა. სინამდვილეში, „ისფედის“ პივიტი ერთ-ერთი მცირე არგუმენტი იყო არგუმენტების მთელ წყებაში, რომელიც გაყალბებას ადასტურებდა.

ახლა ხელისუფლების სურვილია, რომ მაქსიმალურად გააბუქოს ეს პრობლემა, რაც ძალიან სამწუხაროა, რომ „ისფედს“ დაემართა. მაგრამ ხელისუფლების სურვილია, ეს პრობლემა გააბუქოს და ისე გამოაჩინოს, თითქოს ეს არის დიდი სცენარის ნაწილი ან გადამწყვეტი მოლაპარაკებებისთვის. არანაირი სცენარი არ არსებობდა. არანაირი ფაქტორი ეს მოლაპარაკებებზე არ იქნება. ვწუხვარ, რომ ეს შეცდომა მოუვიდა ასეთ პატივსაცემ ორგანიზაციას, მაგრამ „ისფედის“ პივიტი იყო ერთ-ერთი მცირე ფაქტორი იმ შეფასებაში და იმ არაერთ ასეულობით ფაქტში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, როგორც არჩევნების გაყალბების მტკიცებულებაზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იტვირთბა....