ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საიდან იცოდა ეს კობახიძემ, თუ გინდა გადავითვალოთ და თუ 1% განსხვავება იქნება, არჩევნები ჩავატაროთო?” – უგულავა

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ISFED –თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ISFED-ი არასდროს ყოფილა ოპოზიციისთვის „ამოსავალი წერტილი.”

როგორც უგულავამ აღნიშნა, “წინასწარ იცოდნენ რაღაც, ან მანიპულაცია მოახდინეს, შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ სუს-ი ჩართუყავს, უკანონოდ უსმენს და უკანონოდ შეღწევა ხდება კომპიუტერებში.”.

„რას გაარკვევენ ერთმანეთში ISFED-ი და ხელისუფლება, ამით ოპოზიციის დღის წესრიგში აბსოლუტურად არაფერი იცვლება. ჩვენ არასდროს დავყრდნობივართ ISFED-ს, ჩვენ გვქონდა ჩვენი უამრავი მონაცემი, იყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემები, რომლებიც სასამართლომ პირდაპირ თავზე გადაგვახია, არც განიხილა. საერთაშორისო გამჭვირვალობის 200 საჩივარი იყო, რომლიდანაც 6-ის გადათვლა მოხდა და 5 აქედან ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გაყალბება იყო ამორჩეული, დანარჩენი 294 საჩივარი უბრალოდ მოისროლეს. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ ISFED-ზე და იმ რაღაც მანიპულაციებზე თუ გაუგებრობებზე, რომელიც ამ ორგანიზაციაში მოხდა, მანდ ერთადერთი ლეგიტიმური შეკითხვა არის საიდან იცოდა ამ ღლაპმა, ანუ კობახიძემ, როცა იქ ელჩებთან ბაქი-ბუქობდა და ცოტა სასაცილოდ მოძველბიჭო ტონით გვესაუბრებოდა, რომ ახლა თუ გინდა გადავითვალოთ ძმაო და თუ 1% განსხვავება იქნება, არჩევნები ჩავატაროთ. წინასწარ იცოდნენ რაღაც, ან მანიპულაცია მოახდინეს, შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ სუს-ი ჩართული ჰყავს, უკანონოდ უსმენს და უკანონოდ შეღწევა ხდება კომპიუტერებში, რაღაც ინფორმაციები ან აიღეს, ან მანიპულაცია გააკეთეს და იმდენი ჭკუაც არ ეყოთ, რომ წინმსწრებით არ ელაპარაკათ,“- განაცხადა უგულავამ.

იტვირთბა....