ახალი ამბები

„დღეს ვიხილეთ სიყალბის კიდევ ერთი აღიარება“ – კობახიძე ISFED-ზე

„დღეს ვიხილეთ სიყალბის კიდევ ერთი აღიარება, თუმცა მოვისმინეთ ძალიან სუსტი განმარტება ამ სიყალბის მიზეზების შესახებ…. ყველას კარგად გვესმის, რომ სწორედ ცესკოს შედეგების აცდენა, პარალელური დათვილის (PVT) შედეგებთან გახდა ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარი საყრდენი“.

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი

ცნობისთვის, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე 24 დეკემბერს გადადგა, დღეს, 25 დეკემბერს კი საჯარო განცხადება გააკეთა

„ეს იყო მცირე ხარვეზი, რომელიც მმართველმა პარტიამ გააზვიადა“, – განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, 11 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისას, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა(დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც).

განახლებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 47.6% აქვს, რაც მანამდე 45.8%-ს შეადგენდა.

იტვირთბა....