ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ირაკლი კობახიძეს ძალიან დააკლდა რაღაცეები, მე კი დავწერ ჩვენ რა არ დაგვაკლდება” – ანალიტიკოსი განცხადებას ავრცელებს

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალური ქსელის საშუალებით უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს პარლამენტში ოპოზიცია ძალიან დააკლდება.

“მეტრონომი”  ანალიტიკოსის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

ირაკლი კობახიძეს ძალიან დააკლდა რაღაცეები, მე კი დავწერ ჩვენ რა არ დაგვაკლდება:

– არ დაგვაკლდება ირაკლი კობახიძის ნულოვანი რეიტინგი, თავისივე პარტიის ამომრჩევლებიც რომ 24 საათი აგინებენ და დასცინიან.

– არ დაგვაკლდება “ქართული ოცნების” გაკვირვებული დეპუტატების კითხვები – რას ამბობთ, საქართველოში შიმშილს და გაჭირვებას რა უნდა, ხალხი მარკეტებში რიგში დგასო.

– არ დაგვაკლდება დროში და სივრცეში არეული საკითხები მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ – პარლამენტში როიალის, ბუსუსებიანი პრეზერვატივების, საპარლამენტო დრესკოდის ჩიხტიკოპების, ნახევარ საქართველოს კომპიუტერი რომ არ აქვს და დისტანციური სწავლების ჰაბი გავხდეთო.

– არ დაგვაკლდება გახარიას ხსენებაზე “ქართული ოცნების” დეპუტატების ხელების გადატყავება უწყვეტი ტაშის ფონზე.

– არ დაგვაკლდება “ქართული ოცნების” დეპუტატების პოზიციები, ოკუპირებულ ტერიტორიებს რომ მეზობლებს ეძახის.

– არ დაგვაკლდება “ქართული ოცნების” საპარლამენტო სხდომები სკკპ-ს კრილობებს რომ ჰგავს.

– არ დაგვაკლდება “ქართული ოცნების” მშიშარა დეპუტატების უარი კრიტიკულ ტელევიზიებში გადაცემებში მოსვლაზე რომ უარს აცხადებენ.

– არ დაგვაკლდება გაერთიანებული და მერე დაშლილი სამინისტროები, პოლიტიკურ ონანიზმში რომ გადაუვიდა მართვის სტილი ხელისუფლებას.

არ დაგვაკლდება ბევრი რამ, რომლის ჩამოწერასაც ვერ აუვალთ, იმდენი მარგალიტები აქვს ხელისუფლებას და თავადაც ისეთი მბრწყინავი მარგალიტები არიან.

პიონერო თუ “ქართული ოცნების” დეპუტატებო, იყავ მზად!

მქუხარედ თქვით – ვარ! ვარ! ვარ!” – წერს გამზარდია.

ცნობისთვის, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია არა მხოლოდ პარლამენტს, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკას აკლია.

იტვირთბა....