“შეცდომის და არც უკან დახევის უფლება აღარ მაქვს”
“არც შეცდომის და არც უკან დახევის უფლება აღარა მაქვს. მე თავად ავირჩიე ეს გზა და საკუთარ არჩევანზე თავადვე ვაგებ პასუხს ღმერთისა და თქვენს წინაშე. იმედი მაქვს, მარტო არ დამტოვებთ” – წერს “სოციალურ ქსელში” ედუარდ შვარდნაძის მთავრობის წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, რომელმაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს მშვიდობისთვის” დაარეგისტრირა .
“მაშ ასე: დღეს ოფიციალურად ჩამბარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა.ამით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების “საქართველოს მშვიდობისათის” ფორმირების ეს ეტაპი დასრულდა. ოფიციალურად პარტია ვართ და მე მისი თავმჯდომარე. წინ მეორე ეტაპი, თავზე აღებული პასუხისმგებლობის ტვირთი და ქართული პოლიტიკური ლაბირინთია. მადდლობა მინდა გადავუხადო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის სამსახურის თანამშრომლებს და მათ ამჟამინდელ უფროსს ქ-ნ თამარ ბერაიას კეთილგანწყობისა და ხარისხიანი და წესიერად შესრულებული სამუშაოსათვის.” – აცხადებს თევზაძე.