“უმრავლესობამ დალოცვით დაამთავრა მთავრობის დამტკიცება ტრიბუნიდან. ამიტომ, რასაც იმსახურებთ, ის ხართ. თქვენ, მეგობრებო, გააყალბეთ არჩევნები, მიიტაცეთ ძალაუფლება, ახლა დარჩით მარტო სახლში და მოსთქვამთ. ამ ღლაპის [ირაკლი კობახიძე] ირონია სერიოზულად მისაღებად არ ღირს. ორი-სამი კვირის წინ, ეს გაუთლელი ღლაპი იმავენაირად ხან იმუქრებოდა, ხან იძახდა, რომ პირველ სხდომაზე შემოვლენო, მაგრამ გაფუფლოვდა.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” წევრი
აღნიშნულით უგულავა გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის ირონიულ განცხადებას პარლამენტის ტრიბუნიდან.
კობახიძეს განაცხადა: “ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას და მისი 3%-იანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმების და საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით.”