ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დღეიდან 18 წლამდე მოზარდები სასამართლოს გარეშე ვეღარ დაქორწინდებიან

დღეიდან ქორწინების ნებართვის გაცემის უფლება მშობლებს აღარ ექნებათ და ეს საკითხი სასამართლოს კომპეტენცია ხდება. 2017 წლიდან 18 წლამდე პირების  სამოქალაქო ქორწინება აიკრძალება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თამარ კორძაიამ  „მეტრონომს“ განუცხადა.

კორძაიამ პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა, სადაც არასრულწლოვანთა შორის სამოქალაქო ქორწინების აკრძალვას მოითხოვდა. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კორძაიას ინიცირებული კანონპროექტი.

მისი თქმით, სახელწიფომ უნდა იზრუნოს არასრულწლოვანთა ინტერესებზე და ნაადრევი ქორწინება  ლახავს ამ ინტერესებს.

„სახელმწიფოს მიერ მიღებული კანონი არის განაცხადი, რომ ეს არ შეიძლება, ეს არ არის მისაღები და ამას სახელმწიფო თავისი ქმედებებით არ შეუწყობს ხელს. რაც შეეხება, პირად ურთიერთობებს ამას სახელმწიფო ვერ დაარეგულირებს“ – აცხადებს კორძაია.

გათვალისწინებულია ქართული რეალობა და პირველი ერთი წელი, საპილოტე რეჟიმში, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვანთა ქორწინებაზე. კორძაიას თქმით, სახელმწიფო აძლევს შესაძლებლობას მოქალაქეებს ერთი წლის მანძილზე გაიაზრონ ცვლილებები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია განათლების სისტემის მუშაობა ამ პროცესში. ხოლო 2017 წლიდან საერთოდ აიკრძალება სამოქალაქო ქორწინება არასრულწლოვანებს შორის.

ძველი კანონით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება მშობლების, ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით დაიშვებოდა.

 

მარიამ ვარადაშვილი

 

 

 

იტვირთბა....