ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლეიბორისტული პარტია იშლება?

მიუხედავად ფაქტისა, ლეიბორისტი გუგავა პარტიიდან წევრების წასვლას უარყოფს

“ლეიბორისტული პარტია” ძველი შემართებით მუშაობას განაგრძობს”- განუცხადა  “მეტრონომს” “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა გიორგი გუგავამ, როდესაც ჩვენ მას  კითხვით მივმართეთ, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, პარტიიდან მათი წევრების წასვლის შესახებ.  გუგავამ  გაოცებულმა და გაკვირვებულმა სიცილ-ხარხარით გვიპასუხა, რომ  ეს ინფორამაცია ზღაპარი იყო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლეიბორისტული პარტია“ დატოვეს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა, მათ შორის საკრებულოს ზოგიერთმა დეპუტატმა და შეუერთდნენ „მემარცხენე ალიანსს“! ,,მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარის, კახა ძაგანიას განცხადებით, პარტიაში ,,ლეიბორისტული პარტიის“ ყოფილი წევრები, ამასთან  სხვადასხვა რაიონის საკრებულოს ტეპუტატები გაწევრიანდნენ. ძაგანიას თქმით, ,,ლეიბორისტული პარტიიდან“ მათი წამოსვლის მიზეზი შალვა ნათელაშვილთან უთანხმოება გახდა, რომელიც პარტიის წევრებს სამოქალაქო დაპირისპირებაში  ჩართვისკენ მოუწოდებდა.

ძაგანიას განცხადებით, ეს ადამიანები არიან: ზესტაფონის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქციის თავმჯდომარე, ლეიბორისტული პარტიის ზესტაფონის ყოფილი კოორდინატორი დავით გამცემლიძე. დავით გამცემლიძე ინიშნება “მემარცხენე ალიანსის” ზესტაფონის ორგანიზაციის კოორდინატორად;  ლეიბორისტული პარტიის ბორჯომის ყოფილი კოორდინატორი გივი მჭედლიშვილი. იგი ინიშნება “მემარცხენე ალიანსის” ბორჯომის ორგანიზაციის კოორდინატორად; ლეიბორისტული პარტიის თბილისის საბურთალოს ორგანიზაციის საბჭოს ყოფილი წევრი გურამ აფციაური. იგი ინიშნება “მემარცხენე ალიანსის” დედოფლისწყაროს პარტიული ორგანიზაციის კოორდინატორად.

მეტრონომი: ბატონო გიორგი,  გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეიბორისტული პარტია იშლება, ანუ პარტია დატოვა რამოდენიმე წევრმა და მემარცხენე ალიანსში გადავიდნენ?

გიორგი გუგავა: ეგ ზღაპარი სად მოისმინეთ

გავიგეთ და ინფორმაციის დასაზუსტებლად დაგირეკეთ…

არა, რა თქმა უნდა არა… საიდან მოიტანეთ ეს…

მეტრონომი: ანუ პარტია არ იშლება?

გიორგი გუგავა: რა პარტია იშლება, სისულელეები შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ყველა სისულელეზე კომენტარს ხომ ვერ გავაკეთებ? სრული ჭორი და სისულელეა ეს.

ანუ პარტია ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას?

რა თქმა უნდა, განაგრძობს “ლეიბორისტული პარტია” ძველი შემართებით მუშაობას.

იტვირთბა....