ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

მერიის ინფორმაციით, კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი

“რაც მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერდა,  კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერიაში ბრიფინგზე განაცხადეს.

“როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერებულია, რის გამოც, მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ კერძო მფლობელობაში არსებული კერძო სატრანსპორტო საშუალებებით უწევთ.

თბილისის მერია ქალაქის მასშტაბით, ტრანსპორტის ნაკადებს ყოველდღიურად აკვირდება და გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერდა,  კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენ მიერ შემუშავებული საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების აუცილებლობას.

მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა 24 დეკემბრიდან,  მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება.

ვინაიდან მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა მიზნისთვის გადაადგილება ესაჭიროება, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებული, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში, ე.წ. ბასლეინებში, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება. აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად, ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს,”- განაცხადეს ბრიფინგზე.

იტვირთბა....