ისნის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ნოე ხომერიკის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამუშაოების შედეგად, ნოე ხომერიკის ქუჩაზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პირველ ეტაპზე, კომპანია GWP-ის მიერ წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემის ცვლილება განხორციელდა. მიწისქვეშ განთავსდა სხვადასხვა საკომუნიკაციო სადენი. მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შშმ პირთათვის ადაპტირებული ბორდიურები და მიწისზედა ჰიდრანტი.
6 000 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა. ამ ეტაპზე, მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.
პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 847 000 ლარით ფინანსდება.
მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო.