“გავრცელებული პანდემიის გამო, 2020 წლის 25 დეკემბერს, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებისა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინტრონიზაციის დღეს, საქართველოს საპატრიარქოში რაიმე ღონისძიება არ იგეგმება,” – აღნიშნულ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“გავრცელებული პანდემიის გამო, 2020 წლის 25 დეკემბერს, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებისა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინტრონიზაციის დღეს, საქართველოს საპატრიარქოში რაიმე ღონისძიება არ იგეგმება.
მისი უწმინდესობა წირვას საპატრიარქოს ტაძარში დაესწრება, მღვდელმთავრებს კი სთხოვს, ილოცონ თავიანთ ეპარქიებში.
ვისაც აქვს სურვილი, ჩვენს მწყემსმთავარს მიულოცოს პატრიარქობის 43-ე წელი, საქართველოს, საქართველოს ეკლესიისა და მის უწმინდესობის კეთილდღეობისათვის პარასკევს, 25 დეკემბერს, დამატებით წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი და „მოწყალებისა კარი განგვიღე“. ასევე, კარგი იქნება, თუ რაიმე სიკეთეს გაუკეთებთ თუნდაც ერთ გაჭირვეულ ადამიანს; სიტყვით ნუგეშინისცემაც მადლად ჩაგეთვლებათ.
წმინდა სპირიდონ ტრიუმფინტელის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს,” – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს კათალიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 43 წელი გავიდა.