ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 25-დან 31 დეკემბრამდე კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა “ბასლაინებში” დაშვებულია

თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში – ამის შესახებ ინფრომაცია თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება.

„კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მიერ შემუშავებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების აუცილებლობას.

მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გამო, ვერ მოხერხდა 24 დეკემბრიდან, ანუ დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება. ვინაიდან, მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა მიზნებისთვის გადაადგილება ესაჭიროება, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში, ე.წ. ბასლაინებში, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება და აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს“ , – განაცხადა ხმალაძემ.

იტვირთბა....