ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალურ პროკურორად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს. „მეტრონომი“ აღნიშნულ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გიორგი კანდელაკს ესაუბრა.
„ბატონ შოთაძეს აქვს ინტერესთა კონფლიქტი. რადგან 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა ბინა უყიდა, რომელიც როგორც ვიცი მისი დედის სახელზეა გაფორმებული“. – ამბობს კანდელაკი.
შეგახსენებთ, დღეს შოთაძის კანდიდატურას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა“ მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. რაც შეეხება ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებს“ მათი პოზიცია უცნობია. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, მიმდინარეობს ფრაქციის სხდომა, სადაც გადაწყდება აღნიშნული საკითხი.