საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკანიანის განცხადებით, სამთავრობოპროჰრამის წარდგენა მხოლოდ ერთი პარტიის წინაშე დისკომფორტს იწვევს.
თუმცა, როგორც ზალკანიანმა განაცხადა, ეს რეალობა შეიქმნა არა ხელისუფლების, არამედ იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო.
“დღევანდელ პარლამენტში ჩვენ გვიხდება მხოლოდ ერთი პარტიის წინაშე მთავრობის სტრუქტურის წარდგენა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. ეს არ არის კომფორტული და ჩვენ ვერ ვგრძნობთ კომფორტულად თავს ამ სიტუაციაში, მაგრამ ეს არის ის მოცემულობა და რეალობა, რომელიც შეიქმნა. ეს რეალობა შეიქმნა არა ხელისუფლების, არამედ იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ავლენენ. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ევროპული. არ შეესაბამება ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს,”- აცხადებს დავით ზალკანიანი.
შეგახსენებთ, 11 დეკემბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც მხოლოდ “ქართული ოცნება” იყო წარმოდგენილი. ვინაიდან ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ბოიკოტირეკას განაგრძობს და საკანონმდებლო ორგანოში უარზე უარს აცხადებს.