ეკონომიკის მინისტრობის კანდიტატის, ნათია თურნავას განცხადებით, ერთპარიულ პარლამენტში ყოფნა დისკომფორტს იწვევს, თუმცა ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს.
ამასთან, როგორც თურნავამ შეაფასა, ოპოზიცია არსებული ბოიკოტის გამო საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ტავს უხერხულად უნდა გრძნობდეს.
“პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის, დესტრუქციის გზას ადგას, უხერხულობას უნდა გრძნობდეს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ამომრჩეველმა, ვინც მისცა ხმა ოპოზიციურ პარტიებს, ეს გააკეთა იმისთვის, რომ დღეს, მეტად უფრო კრიტიკული დისკუსია და დებატები გვქონოდა, დაესვათ მათ რჩეულებს კითხვები მინისტრობის კანდიდატებისთვის, პრემიერმინისტრობის კანდიდატისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის დისკომფორტი, მაგრამ ეს არის, პირველ რიგში, იმ ოპოზიციური ძალების პასუხისმგებლობაა, ვინც ქუჩის ფორმა ,”- განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, 11 დეკემბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც მხოლოდ “ქართული ოცნება” იყო წარმოდგენილი. ვინაიდან ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ბოიკოტირეკას განაგრძობს და საკანონმდებლო ორგანოში უარზე უარს აცხადებს.