ნატოს წევრ გერმანიას და ჩეხეთს სუ 24-ის ჩამოგდებაზე განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო ერთიანია და ყველა წევრი ქვეყანა იზიარებს თურქეთის პოზიციას. თუმცა გერმანისისა და ჩეხეთის წარმომადგენლებმა გაკვირვება გამოხატეს თურქეთის ქმედების მიმართ, რომელმაც ჩამოაგდო რუსული სამხედრო თვითმფრინავი. არის თუ არა 28 ქვეყნის ერთობა, რომელზეც გენერალური მდივანი საუბრობდა, ნამდვილად მყარი? სხვათაშორის, იგივე კითხვას მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებებიც სვამენ…
„გაკვირვება არ ნიშნავს იმას, რომ არ ეთანხმებიან გენერალურ მდივანს. გასაგებია, გერმანიის პოზიცია და მით უფრო ჩეხეთის, ეს უკანასკნელი ყოველთვის თავს ისაწყლებს რუსეთთან. მთავარია, რომ თურქეთმა ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი. ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა რამეს რბილად თუ იტყვის, ეს საქმეს რეალურად მაინცდამაინც არ ცვლის. ნატოში ორი უძლიერესი სახელმწიფო შეიარაღების მხრივ არის აშშ და თურქეთი“. – აცხადებს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე.
რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება კი ისევ გრძელდება. თურქებმა ინგლისურენოვანი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნეს, სადაც ნათლად ისმის როგორ აფრთხილებენ რუსულ სამხედრო თვითმფრინავს დატოვოს თურქეთის საზღვარი. ეს ჩანაწერი ამხელს რუსეთის ფერერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტნს, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთოებები ბოლო პერიოდში ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. რუსეთის საგერო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის მოქალაქეებს თურქეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებაც კი ურჩია. დასავლეთში კონფლიქტის შესაძლო ესკალაციაზე ალაპარაკდენენ.
„მეტრონომთან“ საუბარში შარაშენიძემ განაცხადა, რომ რუსეთი არღვევს სხვადასხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეებს, მათ შორის საქართველოსიც ბევრჯერ დაურღვევია.
„მათ დაურღვევიათ ბალტიისპირეთის, შვედეთის საჰაერო სივრცე. ამერიკას ვერ უბედავდნენ, თუმცა უახლოვდებოდნენ მის საჰაერო სივრცესაც. ბუნებრივია, რუსებმა დაარღვიეს თურქეთის საჰაერო სივრცე, თან რამდენჯერმე, სისტემატურად ბომბეს იქ სირიაში თურქეთის საზღვართან მცხოვრები მოსახლეობა, რომლებიც არიან პროთურქები. თურქეთს ეს რამდენი ხანი უნდა ეთმინა?“
შარაშენიძემ ტერორიზმის საფრთხეზეც ისაუბრა საქართველოში.
„ჩვენ მათთვის პრიორიტეტი არ ვართ. არ მგონია აქ ვინმემ თავი აიფეთქოს, მათ ურჩევნიათ თავიანთი რესურსები ევროპაში დახარჯონ და იქ მოაწყონ ტერორისტული აქტები, რადგან იქ უფრო მეტ ეფექტს მოახდენენ, ვიდრე თბილისში“. – ამბობს შარაშენიძე.
მარიამ ვარადაშვილი