ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 489 ფაქტი გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაციას, შსს ავრცელებს.
უწყებბის ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 89 ფიზიკური პირი დააჯარიმა, მათ შორის ის მქალაქეებიც, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
ამასთან ერთად, ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, აღნიშნული კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 400 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ამ წესის დარღვევა ასკ-ის 42(11) -ე მუხლის მიხედვით, მოქალაქის 20 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევს.