“ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე, აშშ-ის ელჩის განცხადებას ეხმაურება და აცხადეს, რომ კელი დეგნანმა დაადასტურა ის განწყობა, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, რომ იყო ისეთი დარღვევები, რომელიც არის მნიშვნელოვანი.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლება კომპრომისულ ნაბიჯს თუ არ გადადგამს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი უფრო გაღრმავდება.
„აქედან გამომდიმარე, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ სიმართლე დაგვემტკიცებინა. ეს ხდება მხოლოდ ისეთ სახელმწიფოებში სადაც ყველა ინსტიტუცია არის ერთპარტიული, ერთ ადამიანზე დაქვემდებარებული და შეშფოთება, რაც ამერიკის ელჩმა გამოთქვა, რომ ამ ყველაფრის შედეგად საზოგადოებაში ჩნდება უნდობლობა არჩევნების მიმართ, არის სწორედ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ამ ბოლო კვირების განმავლობაში. ძალიან მნიშნველოვანია, რომ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებში მივიღოთ მონაწილეობა, ე.წ. მეხუთე რაუნდში, იმ მიზნით, რომ სწორედ ეს ნდობა, რომელიც არჩევნების მიმართ არის დაკარგული, აღდგეს საზოგადოებაში და ჩატარდეს ახალი არჩევნები შეცვლილი წესებით, რაც გამორიცხავს, რომ ისევ იყოს დარღვევები და ისევ მოხდეს ჩვენი თანამოქალაქეების არჩევანის წართმევა, მათი ნების გაყალბება.
რა თქმა უნდა, პოლიტიკური გამბედაობა „ქართული ოცნების“ მხრიდან არის საჭრირო, რადგან მათი მხრიდან თუ არ იქნება გადადგმული ნაბიჯი ამ კომპრომისულ წინადადებასთთან დაკავშირებით, რაც ეხება ახალ არჩევნებს, მაშინ ეს კრიზისი უფრო გაღრმავდება.
სწორედ ამას მოვუწოდებთ ამ ბოლო დღეების განმავლობაში. იმედი მაქვს, ეს განცხადებები ამერიკის ელჩის და ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა იქნება წამახალისებელი „ქართული ოცნებისთვის“ რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რათა ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც რამდენიმე დღეა არსებობს, აღარ გაგრძელდეს როგორც რაღაც ორაქტიკა, რომელიც რამდენიმე წელი იქნება, რადგან ეს ყველაფერი ძალიან მძიმე არმოჩნდება ქვეყნისთვის“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.