ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მინისტრთა ცვლილებები ერთგვარ „რესტარტებს“ გამოიწვევდა, რომლის უფლება და ფუფუნება ახლა არ გვაქვს” – დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მინისტრთა ცვლილებები ერთგვარ „რესტარტებს“ გამოიწვევდა, რომლის ფუფუნებაც ახლა არ არის.

სერგეენკომ აღნიშნული განცხადებით ის ფაქტი ახსნა, რომლის თანახმადაც, მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტს უცვლელი შემადგენლობით წარედგინა.

მისივე განმარტებით, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა გვარია ესა თუ ის მინისტრი, მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება დარგი.

„რეალურად არის საომარი ვითარება, რაც პანდემიამ შექმნა, არის ბრძოლა უხილავ მტერთან. სამთავრობო გუნდმა, პრემიერ-მინისტრმა და პარტიამ გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე არ იქნებოდა სწორი ცვლილებების განხორციელება, რადგან მიმდინარე პროცესები უწყვეტ მართვას საჭიროებს. მინისტრთა ცვლილებები გამოიწვევდა რეფორმების გადახედვას, ერთგვარ „რესტარტებს“, რომლის უფლება და ფუფუნებაც ახლა არ გვაქვს”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

იტვირთბა....