ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

25 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

25 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

თელასის განცხადებით, სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის და ენუქიძის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კალოუბნის და შუამთის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა მელქისედეკის, ლეჩხუმის, სვანეთის, ხევსურეთის და ცოტნე დადიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ლიახვის, ჟინვალის და ჭოპორტის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მირიან მეფის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დიღმის მასივის III კვარტლის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში,ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. როგორც “თელასში” აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

იტვირთბა....