მთავარი ციტატა

“მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსია და ისიც ქართველი, რომელსაც გარდაცვალების მერეც 7% ექნება რეიტინგი”- წულუკიანი

 “მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსია და ისიც ქართველია რომელიც, რომ გარდაიცვლება მაინც 7% ექნება რეიტინგი. ეს ადამიანი ძველ დროში, ნაციონალები რომ იყვნენ ხელისუფლებაში, შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ, თქვა, რომ მე პარლამენტში არ შევდივარო. სინამდვილეში არ დაწერა წერილი, მან მოატყუა საკუთარ ამომრჩეველს კი არა ჩვენ ყველას მოგვატყუა, ეს ყველას გვახსოვს.”

თეა წულუკიანი – განათლების კომიტეტის თავმჯდომარე

ამის შესახებ თეა წულუკიანმა შალვა ნათელაშვილის შეფასებისას განაცხადა.

ცნობისთვის, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 1% აიღო, რითიც საკანონმდებლო ორგანოში შესვლისთვის აუცილებელი მინიმალური ზღვარი გადალახა. თუმცა, პარტიის ლიდერი ხელისუფლებას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან მინიმუმ 7 პროცენტი მიიღო. 

 

იტვირთბა....