ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება ისტორიულად, მათემატიკურად, პოლიტიკურად და ლოგიკურად შეუძლებელი იყო – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის გამოიყენებს ყველა სამართლებრივ და კონსტიტუციურ გზას, რათა შეაჩეროს საპრეზიდენტო არჩევნების მოპარვა.
თეთრი სახლის ლიდერი დემოკრატებს მერყევ შტატებში ფოსტით ხმის მიცემის დროს მასშტაბურ გაყალბებაში ადანაშაულებს. იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენი გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადა, არჩვენების შედეგებს ტრამპი არ აღიარებს.