“საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ ჩანს არავითარი საფუძველი იმისა, ვივარაუდოთ, რომ ამ ვირუსმა ადამიანებში უფრო მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს. ასევე, საბედნიეროდ, ჯერ არ ჩანს არავითარი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ უკვე არსებულმა ვაქცინამ ვთქვათ არ იმოქმედოს ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ, რადგან ეს ვაქცინებიც იმ ე.წ. სპაიკ ცილაზე არის მორგებული.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ამის შესახებ პაატა იმნაძემ “პირველი არხის ეთერში განაცხადა, რითიც დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალ ტიპის გავრცელებას გამოეხმაურა.
ცნობისათვის, ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.