“კორონავირუსის ახალი შტამი ვრცელდება და ერთადერთი, რაც ჩვენ გვაქვს, არის სამედიცინო პირბადე, ყველა პირბადეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კოდი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სამედიცინო პირბადეში არის მესამე შრე, რომელიც გვიცავს, რომ ბაქტერიამ არ მოაღწიოს ჩვენამდე. ქართველებმა ბევრი ლაპარაკი ვიცით, პანიკებს ავტეხთ და საქმის გაკეთება ნაკლებად ხდება, ხოლო საქმეს როცა ვერ ვაკეთებთ, ერთმანეთს ვაბრალებთ.”
გიორგი ფხაკაძე – გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში
ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ფხაკაძე ამბობს, აუცილებელია ქვეყანაში იყოს ლაბორატორია, რომელიც შემოსულ პირბადეებს შეამოწმებს.
“თუ საქართველო ვერ აკეთებს პირბადეების ლაბორატორიულ შემოწმებას, გავაგზავნოთ თურქეთში, ესპანეთში და იქედან მივიღოთ დასკვნა – მთავარია მონდომება, რომელსაც მე ვერ ვხედავ საქართველოში.”