ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 547 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 140-ს COVID-19 დაუდასტურდა.
მთლიანობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდემიის დროს, ახალი კორონავირუსული ინფექციის 8011 შემთხვევა გამოვლინდა. 6173 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 102 ადამიანი.