“საკუთარ თავს უფლებას მივცემ ჩემი პირადი მოსაზრება გამოვხატო, რასაც, ჩვეულებრივ, არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ ეს ჩემს უფლებებში არ შედის. შეიძლება ითქვას, რომ ამ პაციენტს განდიდების მანიის ნათლად გამოხატული სიმპტომები აქვს. ამბობენ, რომ საკუთარ თავს იესოსაც კი ადარებს.”
დმიტრი პესკოვი – კრემლის სპიკერი
აღნიშნული კომენტარი პესკოვმა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მიერ ვიდეოს გავრცელების შემდეგ გააკეთა, რომელშიც ის, როგორც თავად ამბობს, მის მოწამვლაში მონაწილე აგენტს ესაუბრება.