თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 256 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 251 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 2 062 960 შემთხვევა გამოვლინდა, 18 602 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 866 815 – გამოჯანმრთელდა.