შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცადებით, მიუხედევად იმისა, ოპონენტები ამტკიცებენ, რომ დანაშაულის შემთხვევები გიზარდა, ოფიციალური მონაცემები საპირისპიროს აჩვენებს. ამის შესახებ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ს აღნიშნა.
გომელაურის თქმით, სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი 10 პროცენტით შემცირდა.
“სამართალდამცველთა მუშაობის შედეგად, დანაშაული, გასულ წელთან შედარებით, შემცირდა 10%-ით. უფრო მეტსაც გეტყვით, კლების მნიშვნელოვანი ტენდენცია გვაქვს ისეთ დანაშაულებზე, რაც გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ: ყაჩაღობა -42%, გამოძალვა -34%, ძარცვა -25%, ქურდობა -12% , შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც -28%, მკვლელობის მცდელობა-5%. ეს გახლავთ რეალური ციფრები, რასაც ყოველთვიურად ვაქვეყნებთ.
ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. არსებული მონაცემები კი საპირისპიროს ადასტურებენ და მსგავსი განცხადებები მხოლოდ პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. გასულ წელთან შედარებით, დანაშაული 10 პროცენტით შემცირდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.