ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა პირობების დაცვით იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები საახალწლო პერიოდში

მტავრობის გადაწყვეტილებით,  24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ. სავაჭრო ცენტრები გაიხსნება იმ ქალაქებში, სადცა ამ დრომდე მათი მუშაობა იყო აკრძალული.

თუმცა, მტავრობის გადაწყვეტილებით,  გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან.

კერძოდ, მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე და მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით. გარდა ამისა, ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.

“მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;

ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მომხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ.

სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნებიაღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციასნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება,”- წერია მთავრობის გადაწყვეტილებაში.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ მოხდება. ხოლო პანდემიის გამო 24 დეკემბრიდან დაწესებული შეზღიდვების შემსუბუქება 2 იანვრამდე იმოქმედებს, იხილეთ მთავრობის განცხადება. 

 

იტვირთბა....