ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

24 დეკემბრიდან ბაზრობების გახსნასთან დაკავშირებით მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, . მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით

„სამწუხაროდ, ვერ გაიხსნება ბაზრობები. იმუშავებს აგრარული ბაზრები ისევე, როგორც ფუნქციონირებდნენ 28 ნოემბრის შემდეგ და იმუშავებენ იმ პირობით, რომ სრულად დაიცავენ უსაფრთხოების წესებს, რომელიც არის დაშვებული დღეის მდგომარეობით,“- აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ მოხდება. ხოლო პანდემიის გამო 24 დეკემბრიდან დაწესებული შეზღიდვების შემსუბუქება 2 იანვრამდე იმოქმედებს,იხილეთ მთავრობის განცხადება. 

იტვირთბა....