ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

საჯარო პირებმა გიორგობაზე, ქეიფის შემდეგ ძაღლს ყელი გამოჭრეს და გადამალეს

საგარეჯოს რაიონის, სოფელ უჯარმაში, 23 ნოემბერს გიორგობის  დღესასწაულზე გამგებლის წარმომადგენელმა დავით აბელაშვილმა, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „დამოუკიდებლები“– ს თავმჯდომარე კონსტანტინე ღოღელიანმა და სამმა თანმხლებმა პირმა იქეიფეს, მერე კი იქვე დაბმულ ძაღლს ყელი გამოჭრეს და ქვის ჭაში ჩააგდეს.

ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გაავრცელა. „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცნობეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რომელი მუხლით. მათი თქმით, შეიძლება ამ საქმეში სხვა გარემოებებიც გამოიკვეთოს.

ჩვენ ვცდილობდით საჯარო პირებთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

იტვირთბა....